
მეფეთა ა 19:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
მეფეთა ა 19:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 19:5 კონტექსტში
19:3მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს; შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ.
19:4გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენ წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები.
19:5არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
19:6დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.
19:7დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი. მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 19:5
- მეფეთა ა 11:13უთხრა საულმა: ერთი კაციც არ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა დღეს ისრაელში.
- ნეშტთა შორისა ა 11:14ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა.
- მეფეთა ა 20:32მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?
- მსაჯულნი 9:17თქვენი გულისთვის იბრძოდა მამაჩემი, თავი არ დაუზოგავს, რომ ეხსენით მიდიანის ხელიდან.
- მათეს სახარება 27:4და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.
- ფსალმუნები 119:109სული ჩემი ხელისგულზეა მუდამ და შენს რჯულს არ ვივიწყებ.
- მეფეთა ა 28:21ახლა შენც ისმინე შენი მხევლის სიტყვა: პურის ნაჭერს დაგიდებ წინ და შეჭამე, რათა ძალა მოიცე უკან წასასვლელად.
- მოციქულთა საქმენი 20:24მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდაც კი დავასრულო ჩემი სარბიელი და მსახურება, რაც მომენდო უფალ იესოს მიერ, რათა ვმოწმობდე ღვთის მადლის სახარებას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში