
მეფეთა ა 19:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენ წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები.
მეფეთა ა 19:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 19:4 კონტექსტში
19:2შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.
19:3მე გამოვალ და მამაჩემის გვერდით დავდგები მინდორში, სადაც შენ იქნები. შენზე დავუწყებ ლაპარაკს მამაჩემს; შევხედავ საქმეს და შეგატყობინებ.
19:4გამოესარჩლა იონათანი დავითს საულთან, თავის მამასთან და უთხრა: ნუ დაიდებს მეფე თავისი მორჩილის, დავითის ცოდვას, რადგან არ შეუცოდავს მას შენ წინაშე. მეტად სასიკეთოა შენთვის მისი საქმეები.
19:5არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
19:6დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 19:4
- იერემია 18:20განა ბოროტით უხდიან სიკეთისთვის? ორმო რომ გამითხარეს დასაღუპად? გამიხსენე შენ წინაშე მდგარი, მათ სასიკეთოდ რომ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ ამეცილებინა მათთვის.
- შესაქმე 42:22მიუგო მათ რეუბენმა და უთხრა: ხომ გეუბნებოდით, ბავშვის ცოდვაში ნუ ჩავდგებით-მეთქი. თქვენ კი არ დამიჯერეთ და, აჰა, ახლა მოგვეკითხა კიდეც მისი სისხლი.
- იგავესნი 31:8გახსენი პირი დამუნჯებულისთვის ყველა ობლისთვის სამართლის გასაჩენად.
- იგავესნი 31:9გახსენი პირი სიმართლით განსასჯელად და ღარიბ-ღატაკთათვის სამართლის გასაჩენად.
- მეფეთა ა 20:32მიუგო იონათანმა საულს, თავის მამას, და უთხრა: რისთვის უნდა მოკვდეს, რა გააკეთა?
- იგავესნი 17:13სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
- ფსალმუნები 35:12სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
- ფსალმუნები 109:4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში