
მეფეთა ა 19:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი. მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე.
მეფეთა ა 19:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 19:7 კონტექსტში
19:5არად ჩააგდო სიცოცხლე, როცა ფილისტიმელს კლავდა, და მოუტნა კიდეც დიდი ხსნა უფალმა ისრაელს. ხედავდი და ხარობდი. რისთვის უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლს დავითის ტყუილუბრალოდ მოკვლით?
19:6დაუგდო ყური საულმა იონათანის სიტყვას და დაიფიცა საულმა: უფალს ვფიცავ, არ მოკვდება.
19:7დაუძახა იონათანმა დავითს და შეატყობინა ეს ყველაფერი. მიუყვანა იონათანმა დავითი საულს, რათა წინანდებურად ყოფილიყო მის წინაშე.
19:8კიდევ გაიმართა ომი, გამოვიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და სასტიკად დაამარცხა ისინი. ივლტოდნენ მისგან ფილისტიმელები.
19:9შეიპყრო ბოროტმა სულმა უფლისაგან საული, როცა შინ იჯდა და შუბი ეჭირა ხელში, დავითი კი ქნარს უკრავდა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 19:7
- მეფეთა ა 18:2წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში.
- მეფეთა ა 16:21მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დანიშნა.
- მეფეთა ა 18:13განიშორა საულმა დავითი და დაადგინა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
- მეფეთა ა 18:10მეორე დღეს შეიპყრო საული ღვთის ბოროტმა სულმა და გაშმაგდა იგი სახლში. დავითი ქნარზე უკრავდა ჩვეულებისამებრ, საულს კი შუბი ეჭირა ხელში.
- შესაქმე 31:2სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.
- გამოსვლა 4:10უთხრა მოსემ უფალს: გევედრები, უფალო! მჭევრმეტყველი კაცი არ ვყოფილვარ არც გუშინ, არც გუშინწინ და არც მას მერე, რაც ლაპარაკი დამიწყე შენს მორჩილს. ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.
- ესაია 30:33რადგან დიდიხნის მოწყობილია კოცონი, მეფისთვის გამზადდა, გაღრმავდა და გაფართოვდა. უხვად არის მასზე ცეცხლი და შეშა. უფლის სუნთქვა, როგორც გოგირდის ნიაღვარი, გააჩაღებს მას.
- ნეშტთა შორისა ა 11:2გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი. უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის მთავარი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 19
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში