
მეფეთა ა 2:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ; საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა.
მეფეთა ა 2:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 2:5 კონტექსტში
2:3აღარ ილაპარაკებთ მედიდურად, აღარ გამოვა თავხედები სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.
2:4ძლიერთა მშვილდი დალეწილია, უძლურნი ძალას შემოისარტყლავენ.
2:5მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ; საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა.
2:6უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 2:5
- ფსალმუნები 113:9უშვილოს სახლში დაამკვიდროს დედად, რომელიც ხარობს თავის შვილებით. ადიდეთ უფალი!
- ლუკას სახარება 1:53სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
- იერემია 15:9ღონემიხდილია შვიდის მშობელი, სულს ღაფავს, შუადღისას ჩაესვენა მისი მზე; შერცხვენილია და გაწბილებული. დანარჩენებს მახვილს მივცემ მათი მტრის წინაშე, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 34:10ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
- ესაია 54:1გაიხარე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
- მეფეთა ა 1:6მისი მეტოქე კიდევ უფრო აჭირვებდა მას, აწუხებდა იმის გამო, რომ საშო დაუხშო უფალმა.
- ლუკას სახარება 16:25მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.
- მეფეთა ა 1:20ერთი წლის შემდეგ დაორსულდა ხანა, შვა ვაჟი და დაარქვა სახელად სამუელი, რადგან: უფალს გამოვთხოვეო იგი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 2
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 2 · გახსენი ბიბლიის მკითხველში