
ლუკას სახარება 1:53 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
ლუკას სახარება 1:53 · საქართველოს საპატრიარქო
ლუკას სახარება 1:53 კონტექსტში
1:51მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი.
1:52დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი.
1:53სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი.
1:54შეეწია ისრაელს, მონას თვისას, და გაიხსენა წყალობა.
1:55როგორც აუწყა ჩვენს მამებს, აბრაამს და მის შთამომავალთ უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 1:53
- ფსალმუნები 107:8დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ.
- ფსალმუნები 107:9რადგან გააძღო სული მწყურვალი და სული მშიერი აავსო სიკეთით.
- ლუკას სახარება 6:21ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
- ფსალმუნები 34:10ძლიერნი ღატაკდებიან და დაიმშევიან, ხოლო უფლის მაძიებლებს არავითარი სიკეთე არ მოაკლდებათ.
- ლუკას სახარება 6:24მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში.
- გამოცხადება 7:16ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
- გამოცხადება 7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
- მათეს სახარება 5:6ნეტარ არიან სიმართლისთვის მშიერ-მწყურვალნი, ვინაიდან ისინი გაძღებიან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 1
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში