
მეფეთა ა 20:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სამ დღეს მოიცალე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის კლდესთან დაჯექი.
მეფეთა ა 20:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:19 კონტექსტში
20:17და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
20:18უთხრა იონათანმა: ხვალ ახალმთავრობაა. მოგიკითხავენ, რადგან ცარიელი იქნება შენი ადგილი.
20:19სამ დღეს მოიცალე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის კლდესთან დაჯექი.
20:20სამ ისარს ვისვრი შენკენ, თითქოს მიზანში მესროლოს.
20:21მერე ბიჭს გამოვგზავნი, წადი, ისრები მოძებნე-მეთქი. თუ ვეტყვი ბიჭს, აჰა, შენს ახლოს არის ისრები, აიღე და მომიტანე-მეთქი, მშვიდობაა შენს თავს. არაფერი არ მოხდება, უფალს გეფიცები.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:19
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში