
მეფეთა ა 20:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა დავითმა იონათანს: აჰა, ხვალ ახალმთავრობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე.
მეფეთა ა 20:5 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:5 კონტექსტში
20:3დაიფიცა დავითმა და თქვა: კარგად იცის მამაშენმა, რომ მადლი ვპოვე შენს თვალში, ამიტომ ამჯობინა, არ გაეგო ეს იონათანს, რომ არ დამწუხრებულიყო. უფალს და შენს თავს გეფიცები, თუ ერთი ნაბიჯი არ იყოს ჩემსა და სიკვდილს შორის.
20:4უთხრა იონათანმა დავითს: რასაც შენი გული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის.
20:5უთხრა დავითმა იონათანს: აჰა, ხვალ ახალმთავრობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე.
20:6თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში მეჩქარება, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელ საგვარეულოს.
20:7თუ თქვა: კეთილი, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მორჩილი. თუ განრისხდა, იცოდე, გადაუწყვეტია ავი საქმე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:5
- რიცხვთა 10:10სიხარულის დღეებში, დღესასწაულებზე და ახალმთავრობისას, როცა აღსავლენ და სამადლობელ მსხვერპლს სწირავთ, დააყვირეთ საყვირებს. თქვენს გასახსენებლად იქნება ეს თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
- მეფეთა ა 19:2შეატყობინა იონათანმა დავითს, უთხრა: შენი მოკვლა სურს საულს, მამაჩემს. ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.
- რიცხვთა 28:11ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.
- ფსალმუნები 81:3დაუკარით ახალი თვის თავზე ბუკი, მთვარის მოვანების ჟამს, ჩვენი დღესასწაულის დღეს.
- მეფეთა ა 20:6თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში მეჩქარება, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელ საგვარეულოს.
- იგავესნი 22:3გონიერი ხედავს ბოროტებას და თავს არიდებს, სულელნი კი ჯიქურ მიდიან და ისჯებიან.
- იოანე 8:59მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
- მეფეთა ა 20:19სამ დღეს მოიცალე და მერე წადი იმ ადგილას, სადაც იმალებოდი და აზელის კლდესთან დაჯექი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში