
ფსალმუნი 55:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
ფსალმუნი 55:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 55:9 კონტექსტში
55:7აჰა, შორს, შორს გადავიხვეწებოდი, უდაბნოში დავიდებდი ბინას. სელა.
55:8ავჩქარდებოდი, რომ მომენახა თავშესაფარი ძლიერი ქარისაგან, ქარიშხლისაგან.
55:9მოსპე, უფალო, დაჰყავი მათი ენები; რადგანაც ვხედავ ძალადობას და შუღლს ქალაქში.
55:10დღედაღამ გარეუვლიან მის კედლებს, სიმრუდე და წვალებაა მის შიგნით.
55:11ბოროტებაა მის შიგნით და არ სცილდება მის ქუჩებს სიცრუე და ვერაგობა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 55:9
- იერემია 6:7როგორც ჭაში გროვდება წყალი, ასე დაგროვდა მასში ბოროტება. ძალადობა და ძარცვა ისმის იქ, სნეულება და ჭრილობებია ჩემ წინაშე მუდამ.
- შესაქმე 11:7აბა, ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს.
- შესაქმე 11:9ამიტომაც ეწოდა სახელად ბაბილონი, რადგან სწორედ აქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და აქედან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის ზურგზე.
- მეფეთა ბ 15:31შეატყობინეს დავითს, ახითოფელიც შეთქმულია აბესალომთანო, და თქვა დავითმა: ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი.
- იოანე 7:45მაშინ მივიდნენ მსახურები მღვდელმთავრებსა და ფარისევლებთან, ხოლო მათ უთხრეს: რატომ არ მოიყვანეთ იგი?
- იოანე 7:53და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
- მათეს სახარება 23:37იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
- მათეს სახარება 23:38და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 55
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 55 · გახსენი ბიბლიის მკითხველში