
მეფეთა ა 20:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ თქვა: კეთილი, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მორჩილი. თუ განრისხდა, იცოდე, გადაუწყვეტია ავი საქმე.
მეფეთა ა 20:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 20:7 კონტექსტში
20:5უთხრა დავითმა იონათანს: აჰა, ხვალ ახალმთავრობაა. წესისამებრ, პურის საჭმელად უნდა ვიჯდე მეფესთან. გამიშვი, რომ დავიმალო მინდვრად ზეგ საღამომდე.
20:6თუ მომიკითხა მამაშენმა, უთხარი: დავითმა მთხოვა ბეთლემში, ჩემს ქალაქში მეჩქარება, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელ საგვარეულოს.
20:7თუ თქვა: კეთილი, მაშინ მშვიდობით იქნება შენი მორჩილი. თუ განრისხდა, იცოდე, გადაუწყვეტია ავი საქმე.
20:8მიყავი სიკეთე შენს მორჩილს, რაკი საუფლო აღთქმით მიგიღივარ შენი მორჩილი: ბარემ შენ მომკალი, თუ რამე დანაშაული მაქვს, რისთვის უნდა მიმიყვანო მამაშენთან.
20:9თქვა იონათანმა: დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 20:7
- მეფეთა ა 25:17არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.
- ესთერი 7:7ადგა მეფე ნადიმიდან განრისხებული და გავიდა სასახლის ბაღში. ხოლო ჰამანი დარჩა, რათა პატიება გამოეთხოვა ესთერ დედოფლისგან, რადგან ხედავდა, რომ ავი ხვედრი ელოდა მეფისგან.
- მეორე სთვლისაება 1:23მომეწონა ეს სიტყვა და გამოვარჩიე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი ყოველი შტოდან.
- მეფეთა ა 20:9თქვა იონათანმა: დარდი ნუ გაქვს. როგორ იქნება, არ შეგატყობინო, თუკი გავიგე, რომ ავი საქმე გადაუწყვეტია შენთვის მამაჩემს.
- მეფეთა ბ 17:4სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 20
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში