
მეფეთა ბ 17:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
მეფეთა ბ 17:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 17:4 კონტექსტში
17:2თავს დავესხმები, ვიდრე დაღლილი და მკლავმოდუნებულია; შიშის ზარს დავცემ, გაეფანტება მთელი ხალხი და მოვკლავ მარტო დარჩენილ მეფეს.
17:3შენკენ მოვაბრუნებ მთელ ხალხს, როგორც კი ყველა მობრუნდება, ვისაც ეძებ, მაშინ მშვიდობით იქნება მთელი ხალხი.
17:4სწორად მოეჩვენათ ეს თათბირი აბესალომს და ისრაელის უხუცესობას.
17:5თქვა აბესალომმა: ხუშაი არქიელსაც დამიძახეთ; მასაც მოვუსმინოთ, რას იტყვის.
17:6მივიდა ხუშაი აბესალომთან და უთხრა აბესალომმა: ასე და ასე გვირჩია ახითოფელმა. მივყვეთ მის რჩევას? თუ არა და, თქვი შენი აზრი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 17:4
- ესთერი 5:14უთხრეს მას ზერეშმა, მისმა ცოლმა და მეგობრებმა: დაამზადებინე ორმოცდაათწყრთიანი ძელი და დილით უთხარი მეფეს, მასზე ჩამოჰკიდონ მარდოქაი. მერე გულმხიარულად წადი მეფესთან ერთად ნადიმზე. მოეწონა ეს სიტყვა ჰამანს და დაამზადებინა ძელი.
- რომაელთა მიმართ 1:32რომელთაც იციან ღვთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არამცთუ თვითონ სჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ.
- ნეშტთა შორისა ბ 30:4სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
- ესთერი 1:21მოეწონათ ეს სიტყვა მეფესა და მთავრებს. მემუქანის სიტყვისამებრ მოიქცა მეფე.
- მეფეთა ა 23:21წადით, ერთხელ კიდევ დაიბეჯითეთ და მიათვალ-მოათვალიერეთ ის ადგილები, სადაც კი ფეხი დაუდგამს, ან თუ ვინმეს უნახავს იქ, რადგან მითხრეს, ფრთხილად იქცევაო.
- მეფეთა ა 18:20შეუყვარდა მიქალს, საულის ასულს, დავითი; ამცნეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
- მეფეთა ა 18:21იფიქრა საულმა: მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს მას და მისწვდეს ფილისტიმელთა ხელი. უთხრა საულმა დავითს: ამჯერად მაინც გახდები ჩემი სიძე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 17
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში