
მეფეთა ა 21:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგა და წავიდა იონათანი, და მივიდა ქალაქს. ხოლო დავითი ნომბაში წავიდა ახიმელექ მღვდელთან. შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?
მეფეთა ა 21:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 21:1 კონტექსტში
21:1ადგა და წავიდა იონათანი, და მივიდა ქალაქს. ხოლო დავითი ნომბაში წავიდა ახიმელექ მღვდელთან. შიშით გამოეგება ახიმელექი დავითს და ჰკითხა: მარტო რატომ ხარ? რატომ არავინ გახლავს?
21:2მიუგო დავითმა ახიმელექ მღვდელს: საქმე დამავალა მეფემ და მითხრა: არავინ იცოდეს, რა საქმეა, რაზედაც გგზავნი და რასაც გავალებ. ამიტომაც ამა და ამ ადგილს დავიბარე მსახურები.
21:3ახლა, რა გექნება სახელდახელოდ? მომეცი ხუთი პური ან რაც მოგეძევება.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 21:1
- ნეემია 11:32ყანათოთში, ნობში, ყანანიაში,
- მეფეთა ა 14:3მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
- ესაია 10:32კიდევ ერთი დღით ნობში დაყოვნდება, ხელს მოუღერებს სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს.
- მეფეთა ა 16:4ყველაფერი გააკეთა სამუელმა, რაც ბრძანა უფალმა და წავიდა ბეთლემს. პატივით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და უთხრეს: მშვიდობით მოგვიხვედი.
- მარკოზის სახარება 2:26როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და მისცა მასთან მყოფთაც?
- მეფეთა ა 22:9რომელიც უფალს შეეკითხა მის გამო, საგზალიც მისცა და გოლიათ ფილისტიმელის მახვილიც.
- მეფეთა ა 22:19გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა დავითთან იგი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 21
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში