
მეფეთა ა 21:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
მეფეთა ა 21:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 21:12 კონტექსტში
21:10ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მოვიდა აქიშთან, გათის მეფესთან.
21:11უთხრეს აქიშს მისმა მორჩილებმა: ეს დავითი არ არის ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა ათი ათასსო?
21:12გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
21:13გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.
21:14უთხრა აქიშმა თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი. რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 21:12
- ლუკას სახარება 2:19ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათს სიტყვას და გულში იმარხავდა.
- შესაქმე 26:7გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.
- ფსალმუნები 34:4მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
- ლუკას სახარება 2:51წაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს: და იყო მათი მორჩილი; დედამისი კი გულში იმარხავდა ყველა ამ სიტყვას.
- მეფეთა ა 21:10ადგა დავითი და გაიქცა იმ დღეს საულისგან, და მოვიდა აქიშთან, გათის მეფესთან.
- ფსალმუნები 56:3საშიშროების დღეს შენ გესავ.
- შესაქმე 12:11როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.
- შესაქმე 12:13თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 21
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში