
მეფეთა ა 21:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.
მეფეთა ა 21:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 21:13 კონტექსტში
21:11უთხრეს აქიშს მისმა მორჩილებმა: ეს დავითი არ არის ქვეყნის მეფე? მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა ათი ათასსო?
21:12გულში ჩაიდო დავითმა ეს სიტყვები და ძლიერ ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა.
21:13გონება შეიშალა დავითმა მათ თვალში, თავი მოიგიჟიანა, ხაზებს ავლებდა ჭიშკრის კარებზე და წვერებზე დორბლი ჩამოსდიოდა.
21:14უთხრა აქიშმა თავის მორჩილთ: ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი. რისთვის მოიყვანეთ ჩემთან?
21:15შეშლილებიღა მაკლდნენ, რომ მოგიყვანიათ და გიჟობს ჩემ წინაშე? ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 21:13
- იგავესნი 29:25ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია, უფლის მოიმედე კი დაცული იქნება.
- ეკლესიასტე 7:7გაჭირვება ბრძენს გამოაჩენს, ხოლო ქრთამი რყვნის გულს კაცისას.
- ფსალმუნები 34:1დავითისა, როცა სიგიჟე მოიგონა აბიმელექის წინაშე და განიდევნა და წავიდა. განვადიდებ უფალს ყოველჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე.
- ფსალმუნები 34:22იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულს და პასუხს არ აგებენ, ვინც მასზეა მინდობილი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 21
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში