
მეფეთა ა 22:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.
მეფეთა ა 22:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 22:2 კონტექსტში
22:1იკრიბებოდა მასთან ყველა შეჭირვებული, ყველა დავალიანებული, ყველა სულგამწარებული, და უფროსად გაუხდა იგი მათ. ასე შეიკრიბა მასთან ოთხასი კაცი.
22:2წავიდა იქიდან დავითი მოაბის მიცფაში და უთხრა მოაბის მეფეს: შეიფარეთ მამაჩემი და დედაჩემი, ვიდრე გამოვარკვევდე, რას მიპირებს ღმერთი.
22:3დატოვა ისინი მოაბის მეფის წინაშე და ცხოვრობდნენ მასთან, ვიდრე დავითი ამ თავშესაფარში იმყოფებოდა.
22:4უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა დავითს: ნუ დარჩები ამ თავშესაფარში. ადექი და იუდას ქვეყანაში წადი. წავიდა დავითიც და მივიდა ხარეთის ტყეში.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 22:2
- მეფეთა ა 30:22თქვა დავითმა: ნუ იზამთ ამას, ძმებო, რადგან უფლის მოცემულია ეს ყველაფერი, მან დაგვიფარა, მან ჩაგვიგდო ხელში ეს ურდო, თავს რომ დაგვესხა.
- მეფეთა ა 30:24ასე იყო ამ დღიდან და მერეც. ეს არის მისგან დადგენილი წესად და რჯულად დღესამომდე.
- მათეს სახარება 11:28მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
- ფსალმუნები 72:12რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
- ფსალმუნები 72:14ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.
- მეფეთა ა 30:6უთხრა დავითმა აბიათარ მღვდელს, ახიმელექის ძეს: მომიტანე ეფოდი! მიუტანა აბიათარმა ეფოდი დავითს.
- მეფეთა ა 25:13მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.
- მათეს სახარება 18:25და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 22
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში