
მეფეთა ა 25:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.
მეფეთა ა 25:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 25:13 კონტექსტში
25:11უკან დაბრუნდნენ თავისი გზით დავითის მსახურები, მივიდნენ დავითთან და მიუტანეს ეს სიტყვები.
25:12უთხრა დავითმა თავის კაცებს: ყველამ მახვილები შეიბით წელზე! ყველამ შეიბა მახვილი, შეიბა დავითმაც თავისი მახვილი და გაჰყვა დავითს ოთხასამდე კაცი; ორასი კაცი ადგილზე დარჩა.
25:13მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.
25:14ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.
25:15კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 25:13
- მეფეთა ა 23:13ჩერდებოდა დავითი უდაბნოში, მიუვალ ადგილებში და მთაში, ზიფის უდაბნოში. მთელი დღეები ეძებდა მას საული, მაგრამ უფალმა ხელში არ ჩაუგდო იგი.
- რომაელთა მიმართ 12:19თქვენი თავისთვის თვითონვე ნუკი იძიებთ შურს, საყვარელნო, არამედ ადგილი დაუთმეთ ღვთის რისხვას, რადგანაც დაწერილია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი“.
- რომაელთა მიმართ 12:21ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
- იგავესნი 19:2არ ვარგა უმეცარი კაცი, ფეხაჩქარებული ცოდვას ჩაიდენს.
- მეფეთა ა 24:5ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
- მეფეთა ა 24:6უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი
- იესო ნავეს ძე 9:14გამოართვეს ისრაელიანებმა საგზალი, ისე რომ არც დაკითხვიან უფლის ბაგეს.
- იგავესნი 19:11გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 25
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში