
მეფეთა ა 23:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მიმცემენ მათ ხელში კეყილელნი? თუ ჩამოვა სული, როგორც შეიტყო შენმა მორჩილმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მორჩილს! მიუგო უფალმა: ჩამოვა.
მეფეთა ა 23:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 23:10 კონტექსტში
23:8შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: მოიტანე ეფოდი!
23:9თქვა დავითმა: უფალო, ღმერთო ისრაელისა! ნამდვილად იცის შენმა მორჩილმა, რომ კეყილისკენ მოდის საული, რათა ჩემ გამო გაანადგუროს ქალაქი.
23:10თუ მიმცემენ მათ ხელში კეყილელნი? თუ ჩამოვა სული, როგორც შეიტყო შენმა მორჩილმა? უფალო, ღმერთო ისრაელისა! გაუცხადე შენს მორჩილს! მიუგო უფალმა: ჩამოვა.
23:11თქვა დავითმა: თუ მიგვცემენ კეყილელნი მე და ჩემს ხალხს საულს ხელში? თქვა უფალმა: მიგცემენ.
23:12აიყარნენ დავითი და მისი კაცები, ექვსასამდე კაცი, და გავიდნენ კეყილიდან. დადიოდნენ, სადაც კი შეიძლებოდა სიარული. ხოლო საულს ამცნეს, რომ გაიქცა დავითი კეყილიდან, და აღარ გამოვიდა საბრძოლველად.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 23:10
- მეფეთა ა 23:8შეიტყო დავითმა, ავს რომ უპირებდა მას საული, და უთხრა აბიათარ მღვდელს: მოიტანე ეფოდი!
- მეფეთა ა 22:19გადარჩა მხოლოდ ახიმელექ ახიტუბის ძის ერთი ვაჟიშვილი, სახელად აბიათარი, და გაიქცა დავითთან იგი.
- შესაქმე 18:24იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
- ესთერი 3:6იუკადრისა, მხოლოდ მარდოქაიზე აღემართა ხელი. რაკი მოახსენეს მარდოქაის გვარტომობა, გადაწყვიტა ჰამანმა, მოესრა მთელი იუდაელობა, მარდოქაის ერი, ყველა, ვინც კი ახაშვეროშის სამეფოში იყო.
- იგავესნი 28:15რაღა მბრდღვინავი ლომი და ღრიალა დათვი და რაღა ბოროტეული ბატონი ღარიბ-ღატაკი ხალხისათვის.
- რომაელთა მიმართ 3:15ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად.
- რომაელთა მიმართ 3:16ნგრევა და ვარამია მათს გზაზე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 23
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში