
ესთერი 3:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იუკადრისა, მხოლოდ მარდოქაიზე აღემართა ხელი. რაკი მოახსენეს მარდოქაის გვარტომობა, გადაწყვიტა ჰამანმა, მოესრა მთელი იუდაელობა, მარდოქაის ერი, ყველა, ვინც კი ახაშვეროშის სამეფოში იყო.
ესთერი 3:6 · საქართველოს საპატრიარქო
ესთერი 3:6 კონტექსტში
3:4ყოველდღე რომ ეუბნებოდნენ და ყურს არ უგდებდა მათ, შეატყობინეს ჰამანს, რათა ენახათ იდგებოდა თუ რა თავის სიტყვაზე მარდოქაი, რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის, რომ იუდაელი იყო.
3:5დაინახა ჰამანმა, რომ მუხლს არ იყრიდა და თაყვანს არ სცემდა მას მარდოქაი, და რისხვით აღივსო ჰამანი.
3:6იუკადრისა, მხოლოდ მარდოქაიზე აღემართა ხელი. რაკი მოახსენეს მარდოქაის გვარტომობა, გადაწყვიტა ჰამანმა, მოესრა მთელი იუდაელობა, მარდოქაის ერი, ყველა, ვინც კი ახაშვეროშის სამეფოში იყო.
3:7პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, მეფე ახაშვეროშის მეთორმეტე წელს, დაიწყეს ფურის, ანუ წილის ყრა ჰამანის თვალწინ და ყრიდნენ წილს დღიდან დღემდე და თვიდან თვემდე, თორმეტ თვეს, ანუ ადარის თვემდე.
3:8უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: არის ერთი ხალხი, განთესილი და გაფანტული სხვა ხალხებს შორის შენი სამეფოს ყველა სამთავროში. მათი რჯული განსხვავდება ყველა ხალხის რჯულისგან და არ ასრულებენ მეფის კანონებს. არა ხამს მეფისთვის მათი დატოვება.
პარალელური ადგილები: ესთერი 3:6
განაგრძე კითხვა: ესთერი 3
სრულად წაიკითხე: ესთერი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში