
მეფეთა ა 23:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. ასე იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი.
მეფეთა ა 23:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 23:4 კონტექსტში
23:2უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: ჩვენ აქ, იუდაშიც შიშით აღარა ვართ და კეყილში როგორღა წავიდეთ ფილისტიმელთა მხედრობის წინააღმდეგ?
23:3კვლავ დაეკითხა დავითი უფალს და მიუგო მას უფალმა და უთხრა: ადექი და ჩადი კეყილში, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
23:4წავიდნენ დავითი და მისი კაცები კეყილს და შეებრძოლნენ ფილისტიმელებს; გამოირეკეს მათი საქონელი და სასტიკად დაამარცხეს. ასე იხსნა დავითმა კეყილის მკვიდრნი.
23:5როცა დავითთან გამოიქცა აბიათარი, ახიმელექის ძე, თან ეფოდი წამოიღო.
23:6აცნობეს საულს, რომ კეყილში იყო დავითი მისული, და თქვა საულმა: ხელში ჩამიგდო იგი ღმერთმა, რადგან კარიბჭეებიან და ურდულებიან ქალაქში შესვლით თვითონვე გამოიკეტა თავი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 23:4
- მსაჯულნი 7:7უთხრა უფალმა გედეონს: სამასი მსვლეპელით გიხსნით და ხელში ჩაგაგდებინებთ მიდიანს, დანარჩენი ხალხი შინ წავიდეს.
- იესო ნავეს ძე 8:7მაშინ წამოიშალეთ საფარიდან და აიღეთ ქალაქი. ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
- მსაჯულნი 6:39უთხრა გედეონმა უფალს: ნუ შემრისხავ, მინდა ამ ერთხელ კიდევ მოგმართო და ამ ერთხელ კიდევ ვსინჯო საწმისი. მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.
- მეფეთა ბ 5:19დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.
- მეფეთა ა 28:6უთხრა საულმა თავის მორჩილთ: მომიძებნეთ ქალი, მესულთანე, მივალ მასთან და ვამკითხვინებ. უთხრეს მსახურებმა: აჰა, ყენდორში არის მესულთანე ქალი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 23
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში