გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 5:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 5:19

დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

მეფეთა ბ 5:19 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 5:19 კონტექსტში

5:17შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი და დაიძრნენ ფილისტიმელები დავითის შესაპყრობად. შეიტყო დავითმა და ციხე-სიმაგრეში შევიდა.

5:18მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე გაიშალნენ.

5:19დაეკითხა დავითი უფალს: გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ ხელში მათ? მიუგო უფალმა დავითს: გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.

5:20მივიდა დავითი ბაალ-ფერაციმში და იქ სძლია მათ დავითმა და თქვა: წალეკა უფალმა ჩემი მტრები ჩემ წინაშე, როგორც წყალი წალეკავს; ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს ბაალ-ფერაციმი.

5:21იქ მიატოვეს თავიანთი კერპები და დავითმა და მისმა კაცებმა წაიღეს ისინი.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 5:19

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 5

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში