
მეფეთა ა 24:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.
მეფეთა ა 24:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 24:10 კონტექსტში
24:8ადგა ამის შემდეგ დავითი და გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიაძახა საულს: მეფევ ბატონო! როცა უკან მოიხედა საულმა, მიწად დაიხარა დავითი და თაყვანი სცა მას.
24:9უთხრა დავითმა საულს: რატომ უგდებ ყურს კაცის სიტყვებს? აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი?
24:10ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.
24:11შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენ წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
24:12უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 24:10
- მეფეთა ა 24:4უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
- ფსალმუნები 105:15არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.
- მეფეთა ა 26:8უთხრა დავითმა აბიშაის: ნუ დაღუპავ მას, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელად არ გადარჩება.
- მეფეთა ა 26:9თქვა დავითმა: უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან საბრძოლველად წავა და დაიღუპება.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში