
მეფეთა ა 24:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როგორც ძველი ანდაზა ამბობს: ბოროტისაგან ბოროტება გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
მეფეთა ა 24:13 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 24:13 კონტექსტში
24:11შეხედე, მამაჩემო, და დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. შენი მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამაზე მიხვდი, რომ არ არის ჩემში ბოროტება და სივერაგე, არ შემიცოდავს შენ წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.
24:12უფალმა განგვსაჯოს და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
24:13როგორც ძველი ანდაზა ამბობს: ბოროტისაგან ბოროტება გამოდის, მე კი შენზე ხელს არ აღვმართავ.
24:14ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რწყილს რასმე!
24:15უფალი იყოს მსაჯული, და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 24:13
- მათეს სახარება 7:20ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.
- მათეს სახარება 7:16თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
- მათეს სახარება 7:18არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
- მათეს სახარება 12:33ან სცანით ხე ვარგისად და მისი ნაყოფიც ვარგისად; ან სცანით ხე უვარგისად და მისი ნაყოფიც უვარგისად; ვინაიდან ნაყოფით იცნობა ხე.
- მათეს სახარება 12:34იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
- მათეს სახარება 15:19ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში