
მეფეთა ა 24:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ახლა უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ გასწყვეტ ჩემ შემდეგ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან.
მეფეთა ა 24:21 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 24:21 კონტექსტში
24:19ვინ არის ისეთი, რომ დაჭერილი მტერი გაუშვას გზაზე? უფალმა გადაგიხადოს სიკეთით იმის საზღაურად, რაც დღეს მიყავი.
24:20ახლა კი მჯერა, რომ ნამდვილად იმეფებ და განმტკიცდება შენს ხელში ისრაელის სამეფო.
24:21ახლა უფლის სახელით შემომფიცე, რომ არ გასწყვეტ ჩემ შემდეგ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის საგვარეულოდან.
24:22შეფიცა დავითმა საულს და წავიდა საული თავის სახლში. ხოლო დავითი და მისი კაცები თავშესაფარში ავიდნენ.
24:23მოკვდა სამუელი. შეიკრიბა მთელი ისრაელი, დაიტირეს და დამარხეს იგი თავის სახლში, რამათში. ხოლო დავითი ადგა და ფარანის უდაბნოსაკენ წავიდა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 24:21
- შესაქმე 21:23ახლა, შემომფიცე ღვთის სახელით, რომ არ მიმტყუნებ არც მე და არც ჩემს მონაგარს და მოდგმას; როგორც მე გექცეოდი კეთილად, ისე შენც მოგვექეცი კეთილად მე და ამ ქვეყანას, სადაც მდგმურადა ხარ.
- მეფეთა ბ 21:6ჩაგვაბარონ შვიდი კაცი მის შთამომავალთაგან და ჩვენც ჩამოვკიდებთ მათ უფლის წინაშე უფლის რჩეულის, საულის გიბყაში. თქვა მეფემ: ჩაგაბარებთ.
- მეფეთა ბ 21:8წამოიყვანა მეფემ რიცფას ორი ვაჟი აიას ასულისა, რომელმაც უშვა საულს არმონი და მეფიბოშეთი, და მიქალის ხუთი ვაჟი, საულის ასულისა, რომელმაც უშვა ისინი ყადრიელს, მეხოლათელი ბარზილაის ძეს,
- მეფეთა ა 20:14თუ ცოცხალი ვიქენი, მადლი მიყავი უფლის გულისთვის. თუ მოვკვდი,
- მეფეთა ა 20:17და კიდევ სიყვარული შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან საკუთარი თავივით უყვარდა იგი.
- შესაქმე 31:48თქვა ლაბანმა. ეს გორა იყოს მოწმედ დღეს ჩვენ შორის; ამიტომ ეწოდა სახელად გალაადი
- ებრაელთა მიმართ 6:16ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.
- შესაქმე 31:53აბრაამის ღმერთმა და ნახორის ღმერთმა განგვსაჯოს ჩვენ. და დაიფიცა იაკობმა თავისი მამის, ისაკის შიში.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 24
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში