
მეფეთა ა 25:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით.
მეფეთა ა 25:15 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 25:15 კონტექსტში
25:13მიუტანა ამბავი ნაბალის ცოლს, აბიგაილს, ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: მოციქულები გაუგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენს ბატონს და მოიკითხა; მაგრამ აბუჩად აიგდო ისინი.
25:14ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, არ დავუჩაგრივართ. არაფერი დაგვკარგვია ველზე ყოფნისას, როცა მათთან ერთად დავდიოდით.
25:15კედლად გვედგნენ დღითა და ღამით სამწყესურში, როცა მათთან ვიყავით.
25:16ახლა ასწონ-დასწონე, როგორ უნდა მოიქცე, რადგან სასჯელი ელის შენს ქმარსა და მთელ მის სახლს. თავად კი უკეთური კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება.
25:17არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 25:15
- მეფეთა ა 25:7ჰკითხე შენს მსახურებს და მოგახსენებენ. იქნება მადლი პოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რაკი სასიხარულო დღეს მოვედით. მიეცი, რაც შეგიძლია შენს მორჩილთ და შენს შვილს, დავითს.
- მეფეთა ა 25:21ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითს კიდევ უარესიც, თუ მისი საბადებლიდან დილამდე ერთი ძაღლიც დავტოვო.
- ფილიპელთა მიმართ 2:15რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 25
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში