
მეფეთა ა 26:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო? მიუგო დავითმა: ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!
მეფეთა ა 26:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 26:16 კონტექსტში
26:14უთხრა დავითმა აბნერს: ხომ კაცი ხარ შენ? ვინ არის ისრაელში შენი ტოლი. მაშ, რატომ არ დაიფარავ შენს ბატონს, მეფეს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.
26:15ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედ-მოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო?
26:16იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო? მიუგო დავითმა: ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!
26:17კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს, რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს.
26:18ახლა, ისმინოს მეფე ბატონმა თავისი მორჩილის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემ წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; თუ ადამიანებმა - წყეულიმც არიან ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში და მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 26:16
- მეფეთა ა 20:31რადგან ვიდრე ცოცხალია იესეს ძე ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა გნმტკიცდება. ახლა აქ მომიყვანე, რადგან სიკვდილის ღირსია.
- მეფეთა ბ 19:28განა სიკვდილის ღირსი არ იყო მეფე-ბატონის წინაშე მამაჩემის მთელი სახლი? შენ კი მაინც შენს თანამეინახეებთან დასვი სუფრაზე შენი მორჩილი. ახლა რაღა უფლება მაქვს, მეფესთან ვჩიოდე?
- მეფეთა ა 26:11აიღო დავითმა შუბი და მათარა საულის სასთუმალიდან და წავიდნენ თავისთვის. არვის დაუნახავს, არვის გაუგია, არც არვის გაუღვიძნია, ყველას ეძინა, რადგან უფლისმიერ ძილს მოეცვა ისინი.
- ფსალმუნები 79:11მოაღწიოს შენამდე ტუსაღის კვნესამ. შენი მკლავის სიძლიერით შეეწიე სასიკვდილოდ განწირულ შვილებს.
- მეფეთა ა 26:9თქვა დავითმა: უფალს ვფიცავ, თავად უფალი გაანადგურებს მას, ან მისი დღე მოაწევს და მოკვდება, ან საბრძოლველად წავა და დაიღუპება.
- ფსალმუნები 102:20რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი.
- მეფეთა ბ 12:5დიდად განრისხდა დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!
- ეფესელთა მიმართ 2:3ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 26
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში