
მეფეთა ა 26:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს, რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს.
მეფეთა ა 26:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 26:17 კონტექსტში
26:15ვერ არის კარგი საქმე, რასაც შენ აკეთებ. უფალს ვფიცავ, სიკვდილის ღირსნი ხართ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მიიხედ-მოიხედე, სად არის მეფის შუბი და მათარა, მის სასთუმალთან რომ იყო?
26:16იცნო საულმა დავითის ხმა და თქვა: ეს შენი ხმა არის, დავით, შვილო? მიუგო დავითმა: ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!
26:17კვლავ თქვა: რისთვის მდევნის ჩემი ბატონი თავის მორჩილს, რა გავაკეთე ისეთი, რა ცოდვა მაწევს.
26:18ახლა, ისმინოს მეფე ბატონმა თავისი მორჩილის სიტყვები: თუ უფალმა წაგაქეზა ჩემ წინააღმდეგ, სურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; თუ ადამიანებმა - წყეულიმც არიან ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ წილი არ მქონოდა უფლის სამკვიდროში და მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
26:19არ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლის წინაშე, რადგან ერთიბეწო რწყილის საძებრად არის გამოსული ისრაელის მეფე, როგორც გნოლებს ედევნებიან ხოლმე მთებში.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 26:17
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 26
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში