გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ა 24:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ა 24:16

როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული.

მეფეთა ა 24:16 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ა 24:16 კონტექსტში

24:14ვის წინააღმდეგ გამოვიდა ისრაელის მეფე? ვის სდევნი? მხოლოდ მკვდარ ძაღლს, მხოლოდ რწყილს რასმე!

24:15უფალი იყოს მსაჯული, და განგვსაჯოს ჩვენ. იგი შეხედავს და გაიკითხავს ჩემს სამართალს და მიხსნის შენი ხელიდან.

24:16როცა დაასრულა დავითმა ამ სიტყვების ლაპარაკი საულთან, თქვა საულმა: ეს შენი ხმაა, დავით, ჩემო შვილო? და ატირდა საული.

24:17უთხრა დავითს: მართალი ხარ ჩემთან, რადგან შენ სიკეთით მიხდიდი, მე კი ბოროტებით გიხდიდი.

24:18დღესაც დაამტკიცე, რომ კეთილად მექცევი, რადგან, როცა უფალმა ჩაგიგდო ჩემი თავი ხელში, არ მომკალი.

პარალელური ადგილები: მეფეთა ა 24:16

განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 24

სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში