
მეფეთა ა 27:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
მეფეთა ა 27:7 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 27:7 კონტექსტში
27:5მისცა აქიშმა იმ დღესვე ციკლაგი; ამიტომაც ეკუთვნის ციკლაგი დღემდე იუდას მეფეებს.
27:6ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
27:7ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
27:8დაამარცხებდა დავითი მთელ ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
27:9ეტყოდა აქიში: სად არბევდით დღეს? მიუგებდა დავითი აქიშს, იუდას სამხრით, იერახმეელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 27:7
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 27
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში