
მეფეთა ა 27:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაამარცხებდა დავითი მთელ ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
მეფეთა ა 27:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 27:8 კონტექსტში
27:6ერთი წელი და ოთხი თვე დაჰყო დავითმა ფილისტიმელთა მხარეში.
27:7ამხედრდებოდნენ დავითი და მისი კაცები და არბევდნენ გეშურელებს, გერიზელებს და ყამალეკელებს. ესენი სახლობდნენ ძველთაგანვე ამ ქვეყანაში, შურამდე და ეგვიპტემდეც კი.
27:8დაამარცხებდა დავითი მთელ ამ ქვეყანას, ცოცხალს არ დატოვებდა არც კაცს და არც ქალს, წამოასხამდა ცხვარ-ძროხას, ვირებს და აქლემებს, წამოიღებდა სამოსელს და დაბრუნდებოდა აქიშთან.
27:9ეტყოდა აქიში: სად არბევდით დღეს? მიუგებდა დავითი აქიშს, იუდას სამხრით, იერახმეელთა სამხრით და კენიელთა სამხრით.
27:10არც კაცს და არც ქალს ცოცხალს არ ტოვებდა დავითი და არ მოჰყავდა გეთს; ამბობდა, არ ილაპარაკონ ჩვენზე, ასე იქცეოდა დავითი, ეს ჰქონდა წესად, როცა ფილისტიმელთა მხარეში ცხოვრობდაო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 27:8
- მეფეთა ა 15:7შემუსრა საულმა ყამალეკი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ რომ არის.
- მეფეთა ა 15:8ცოცხლად შეიპყრო აგაგი, ყამალეკის მეფე, მთელი ხალხი კი მახვილით გაანადგურა.
- იესო ნავეს ძე 13:2აი, დარჩენილი მიწები: ფილისტიმელთა და გეშურელთა მხარეები:
- იესო ნავეს ძე 13:13მაგრამ გეშურელები და მაყაქათელები არ აუყრიათ ისრაელიანებს და დღემდე ისრაელიანთა შორის ცხოვრობენ გეშური და მაყაქათი.
- მსაჯულნი 1:29ეფრემმა ვერ აჰყარა გაზერის ქანაანელები, ცხოვრობდნენ ქანაანელები გაზერში მათ გვერდით და ხარკს უხდიდნენ.
- იესო ნავეს ძე 16:10არ აუყრიათ მათ გაზერში მცხოვრები ქანაანელები. და დღემდე ცხოვრობენ ქანაანელები ეფრემიანთა შორის და ხარკს იხდიან.
- გამოსვლა 15:22დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.
- მეფეთა ბ 15:8რადგან ასეთი აღთქმა დადო შენმა მორჩილმა გეშურში, არამში ყოფნისას: თუ დამაბრუნებს უფალი იერუსალიმში, მსხვერპლს შევწირავ-მეთქი უფალს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 27
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 27 · გახსენი ბიბლიის მკითხველში