
მეფეთა ა 3:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.
მეფეთა ა 3:16 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 3:16 კონტექსტში
3:14ამიტომაც დავემუქრე ელის სახლს, არც მსხვერპლით და არც ძღვენით არ გამოისყიდება-მეთქი უკუნისამდე ელის სახლის უკეთურება.
3:15დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
3:16დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.
3:17უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
3:18უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში