
მეფეთა ა 3:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
მეფეთა ა 3:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 3:17 კონტექსტში
3:15დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
3:16დაუძახა სამუელს და უთხრა: სამუელ, შვილო! მიეგო: აქა ვარ.
3:17უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
3:18უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.
3:19იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 3:17
- მეფეთა ბ 3:35ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურს სთავაზობდნენ დავითს. იფიცებიადა დავითი და ამბობდა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესი მომისართოს, თუ მზის ჩასვლამდე ვიგემო პური ან სხვა რამე.
- რუთი 1:17სადაც მოკვდები, მეც იქ უნდა მოვკვდე და დავიმარხო. ასე და ასე მიყოს უფალმა და უარესიც, თუ რამემ გაგვყაროს, სიკვდილის მეტმა.
- მიქა 2:7ნათქვამია, იაკობის სახლო: განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმეები? განა კეთილი არ მოაქვს ჩემ სიტყვებს იმათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
- მეფეთა ა 20:13ასე და ასე დასაჯოს უფალმა იონათანი და უარესადაც. თუ ნებავს მამაჩემს ბოროტება შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო.
- დანიელი 4:19მაშინ დანიელი, რომლის სახელია ბელტეშაცარი, ერთხანს შეცბუნებული იყო და ფიქრები აფორიაქებდა. მიუგო მეფემ და უთხრა: ბელტეშაცარ, ნუ გაღელვებს ესსიზმარი და მისი ახსნა. მიუგო ბელტეშაცარმა და უთხრა: ჩემო ბატონო, შენს მოძულეთ ეს სიზმარი და შენს მტრებს მისი ახსნა!
- მეფეთა ბ 19:13ყამასას უთხარი: განა ჩემი ძვალი და ხორცი არა ხარ? ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც მომისართოს, თუ იოაბის ნაცვლად შენ არ გახდე ჩემი ჯარის სარდალი სამუდამოდ.
- ფსალმუნები 141:5დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
- მათეს სახარება 26:63მაგრამ იესო დუმდა, და მღვდელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში