
მეფეთა ა 3:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას.
მეფეთა ა 3:19 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 3:19 კონტექსტში
3:17უთხრა ელიმ: რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ, თორემ შენც იმასვე დაგმართებს ღმერთი და უარესსაც, თუ დამიმალე და არ მიამბე ყველაფერი, რაც გელაპარაკა.
3:18უამბო სამუელმა მთელი ნალაპარაკევი, არაფერი დაუმალავს მისთვის. თქვა ელიმ: უფალი ყოფილა. ქმნას, რაც ენებოს.
3:19იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას.
3:20შეიტყო მთელმა ისრაელმა, დანიდან ბერშებამდე, რომ სამუელი უფლის წინასწარმეტყველად იქნა დამტკიცებული.
3:21კვლავ ცხადდებოდა სილოამში უფალი მას შემდეგ, რაც მოევლინა უფალი სამუელს სილოამში უფლის სიტყვის მეშვეობით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 3:19
- შესაქმე 39:2უფალი იყო იოსებთან და ყველაფერში ხელი ჰქონდა მომართული. ცხოვრობდა იგი თავისი ეგვიპტელი ბატონის სახლში.
- მეფეთა ა 9:6მან მიუგო: აი, რას გეტყვი; ღვთისკაცი ცხოვრობს ამ ქალაქში; პატივდებული კაცი, რასაც იტყვის, ყველაფერი სრულდება. წავიდეთ იქ, ეგებ გვასწავლოს, რა გზას დავადგეთ.
- ლუკას სახარება 2:52ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:22უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
- მეფეთა ა 2:21მოჰხედა უფალმა ხანას, დაორსულდა იგი და შვა სამი ვაჟი და ორი ასული. ყრმა სამუელი კი უფალთან იზრდებოდა.
- ლუკას სახარება 2:40ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, ივსებოდა სიბრძნით და იყო მადლი ღმრთისა მასზე.
- კორინთელთა მიმართ ბ 13:11სხვა მხრივ კი, გიხაროდეთ, ძმანო, განმტკიცდით, ნუგეშისცემა და ერთსულოვნება ნუ მოგეშალოთ, მშვიდობა გქონდეთ და თქვენთან იქნება სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი.
- ლუკას სახარება 1:80ხოლო ყრმა იზრდებოდა და მტკიცდებოდა სულით, და იყო უდაბნოში იმ დღემდე, როცა გამოეცხადა ისრაელს.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 3
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში