
მეფეთა ა 30:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისცეს ტყლაპის ნაჭერი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო.
მეფეთა ა 30:11 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 30:11 კონტექსტში
30:9დაედევნა დავითი ოთხასი კაცითურთ; დარჩა ორასი კაცი, რომელთაც დაღლილობის გამო ვერ შეძლეს ბესორის ხევის გადალახვა.
30:10ნახეს მინდორში ერთი ეგვიპტელი კაცი და მიიყვანეს დავითთან; მისცეს პური და შეჭამა, წყალიც დაალევინეს.
30:11მისცეს ტყლაპის ნაჭერი და ორი მტევანი ჩამიჩი. შეჭამა კაცმა და მოსულიერდა, რადგან სამი დღე და ღამე უჭმელ-უსმელი იყო.
30:12ჰკითხა დავითმა: ვისი ხარ და სადაური ხარ. მიუგო: ეგვიპტელი კაცი ვარ, ერთი ყამალეკელის ყმა. მიმატოვა ჩემმა პატრონმა, რადგან ეს მესამე დღეა, რაც ავად ვარ.
30:13თავს დავესხით ქერეთის სამხრეთს, იუდას, ქალების სამხრეთს და ციკლაგს და გადავწვით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 30:11
- მეორე სთვლისაება 23:7ნუ შეგძაგდება ედომელი, რადგან შენი მოძმეა, ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან მდგმურად იყავი მის ქვეყანაში.
- მეორე სთვლისაება 15:7თუ იქნა თქვენში ღარიბი, ერთი თქვენი მოძმეთაგანი, თქვენს ერთ-ერთ ქალაქში, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, გულს ნუ გაიქვავებ და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი მოძმის მიმართ.
- მეორე სთვლისაება 15:11რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე; ამიტომაც გიბრძანებ, რომ ხელგაშლილი იყო შენი მოძმის მიმართ, შენი ღატაკისა და ღარიბის მიმართ შენს ქვეეანაში.
- მათეს სახარება 25:35რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;
- ლუკას სახარება 10:36როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?
- ლუკას სახარება 10:37მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.
- იგავესნი 25:21თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;
- რომაელთა მიმართ 12:20ამრიგად, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე; თუ მწყურვალია, წყალი ასვი: რადგანაც ამით მოგიზგიზე ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 30
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 30 · გახსენი ბიბლიის მკითხველში