
მეფეთა ა 31:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ, მერე შვიდ დღეს მარხულობდნენ.
მეფეთა ა 31:12 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 31:12 კონტექსტში
31:10როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს,
31:11ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, მთელი ღამე იარეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დაწვეს.
31:12აკრიფეს ძვლები და დამარხეს იაბეშში იალღუნის ქვეშ, მერე შვიდ დღეს მარხულობდნენ.
31:13ეს მოხდა საულის სიკვდილის შემდეგ, როდესაც დავითი დაბრუნდა ყამალეკზე გამარჯვებიდან და დარჩა დავითი ციკლაგში ორ დღეს.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 31:12
- ნეშტთა შორისა ბ 16:14დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი.
- იერემია 34:5მშვიდად მოკვდები და, როგორც შენს მამა-პაპას, შენს წინამორბედ მეფეებს, უკმევდნენ საკმეველს, ასევე შენც დაგიკმევენ და, ვაი, ბატონოო, დაგიტირებენ. ნამდვილად ახდება ჩემი ნათქვამი, ამბობს უფალი.
- ამოსი 6:10როცა ნათესავი თუ ჭირისუფალი აიღებს მათ, რომ სახლიდან გაიტანოს მათი ძვლები, და ეტყვის სახლის შიგნით მყოფს, თუ დაგრჩა ვინმეო, ისიც უპასუხებს: არავინო, უთხრას: ჩუმად! რადგან არ ეგების უფლის სახელის ხსენება.
- მეფეთა ბ 2:4მოვიდნენ იუდაელნი და სცხეს დავითი მეფედ იუდას სახლზე. ამასობაში შეატყობინეს დავითს, რომ გალაადის იაბეშელებს უკვე დაუმარხავთ საული.
- მეფეთა ბ 2:7ახლა მკლავი გაიმაგრეთ და ვაჟკაცურად იყავით; რადგან თუმცა მკვდარია თქვენი პატრონი საული, მაგრამ მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 31
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში