
მეფეთა ა 31:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავები დააჭრეს და საჭურველი აჰყარეს. დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისა და ხალხისათვის.
მეფეთა ა 31:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 31:8 კონტექსტში
31:6როცა დაინახეს ტაშირს გაღმა და იორდანეს გაღმით მცხოვრებმა ისრაელიანებმა, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დააგდეს ქალაქები და თავადაც გაიქცნენ. მივიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
31:7მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად, და როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
31:8თავები დააჭრეს და საჭურველი აჰყარეს. დაგზავნეს კაცები ფილისტიმელთა ქვეყანაში, რათა ეხარებინათ ეს ამბავი საკერპოებისა და ხალხისათვის.
31:9დადვეს მისი საჭურველი აშთაროთის ტაძარში, ხოლო მისი გვამი ბეთ-შანის კედელზე მიაჭედეს.
31:10როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელები საულს,
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 31:8
- ნეშტთა შორისა ა 10:8მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
- ნეშტთა შორისა ბ 20:25მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისთვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. იმდენი შეაგროვეს, რომ წაღება აღარ შეეძლოთ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 31
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 31 · გახსენი ბიბლიის მკითხველში