
ფსალმუნი 106:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
ფსალმუნი 106:20 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:20 კონტექსტში
106:18და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
106:19გააკეთეს ხბო ხორებთან და თაყვანი სცეს კერპებს.
106:20და გაცვალეს თავიანთი დიდება ბალახის მძოველ ხარის გამოსახულებაში.
106:21დაივიწყეს ღმერთი, თავიანთი მხსნელი, დიდთა მოქმედი ეგვიპტეში.
106:22საოცრებანი ხამის ქვეყანაში, საშინელებანი მეწამულ ზღვაზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:20
- იერემია 2:11თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!
- გამოსვლა 20:4არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.
- გამოსვლა 20:5არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.
- რომაელთა მიმართ 1:22ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ;
- რომაელთა მიმართ 1:23და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს,
- ფსალმუნები 89:17რადგან შენა ხარ მშვენება მათი ძალისა, და შენი ნებით მომაღლდება ღირსება ჩვენი.
- ესაია 40:18ვის მიამსგავსებ ღმერთს და რომელ მსგავსებას დაუყენებ გვერდით?
- ესაია 40:25ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში