
მეფეთა ა 6:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შვიდ წელიწადს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
მეფეთა ა 6:1 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 6:1 კონტექსტში
6:1შვიდ წელიწადს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
6:2იხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე.
6:3მიუგეს: თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით: შესწირეთ მას დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 6:1
- ფსალმუნები 78:61და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
- მეფეთა ა 5:1ხელთ იგდეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში წაიღეს.
- მეფეთა ა 5:10გაგზავნეს ღვთის კიდობანი ასკალონს; როცა მივიდა ასკალონში ღვთის კიდობანი, აკივლდნენ ასკალონელები მოგვიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ ამოგვხოცონ ჩვენცა და ჩვენი ხალხი!
- მეფეთა ა 5:11შეუთვალეს და შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები, თქვეს: გაგზავნეთ ისრაელის ღვთის კიდობანი, დაბრუნდეს თავის ადგილზე, რომ არ ამოგვხოცოსო ჩვენ და ჩვენი ხალხი. რადგან შიშის ზარი იყო მთელ ქალაქში, მეტისმეტად დამძიმდა იქ უფლის ხელი.
- მეფეთა ა 5:3ადგნენ მეორე დღეს დილით აშდოდელები და ხედავენ, უფლის კიდობნის წინ მიწაზე გდია დაგონი. აიღეს დაგონი და დააბრუნეს თავის ადგილას.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში