
მეფეთა ა 6:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგეს: თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით: შესწირეთ მას დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.
მეფეთა ა 6:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 6:3 კონტექსტში
6:1შვიდ წელიწადს იყო უფლის კიდობანი ფილისტიმელთა ქვეყანაში.
6:2იხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე.
6:3მიუგეს: თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით: შესწირეთ მას დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.
6:4თქვეს: რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად? მიუგეს: ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი დ ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთია სასჯელი თქვენთვისა და ფილისტიმელთა მთავრებისთვის.
6:5გააკეთეთ თქვენი ბუგრების გამოსახულებები და თქვენი თაგვებისა, რომლებიც ყანებს გინადგურებენ, და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს, ვინძლო შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებზე და თქვენს ქვეყანაზე.
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 6:3
- მეფეთა ა 6:9თვალი გააყოლეთ, და თუ თავისი ქვეყნის გზას დაადგა, ბეთ-შემეშისკენ, მას დაუწევია ჩვენს თავზე ეს დიდი უბედურება, თუ არადა, გვეცოდინება, რომ მის ხელს არ ვუგვემივართ, შემთხვევით გვეწვია ეს ამბავი.
- მეორე სთვლისაება 16:16წელიწადში სამჯერ უნდა გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, შენი ღვთის წინაშე უფუარობის დღესასწაულზე, შვიდეულის დღესასწაულზე და კარვობის დღესასწაულზე, იმ ადგილას, რომელსაც არჩევს იგი. ხელცარიელი არავინ გამოცხადდეს უფლის წინაშე.
- გამოსვლა 23:15უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.
- გამოსვლა 34:20საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ გამოჩნდებიან ჩემ წინაშე ხელცარიელნი.
- მეფეთა ა 5:9მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები.
- ლევიანი 5:6და მიუყვანოს უფალს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდი - დედალი ცხვარი ან თხა, და მღვდელი ცოდვის შენდობას გამოითხოვს მისთვის.
- მეფეთა ა 5:7ხედავდნენ ამას აშდოდელები და ამბობდნენ: არ უნდა დარჩეს ჩვენთან ისრაელის ღვთის კიდობანი, რადგან სასტიკია მისი ხელი ჩვენზე და დაგონზე, ჩვენს ღმერთზე.
- ლევიანი 5:15თუ ვინმე გადავა წესს და უნებურად შესცოდავს უფლის სიწმიდეთა მიმართ, დანაშაულის გამოსასყიდად შესწიროს უფალს ფარიდან გამოყვანილი საღი ვერძი, რამდენი შეკელიც ეღირება (საწმიდარის შეკელის მიხედვით).
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში