
მეფეთა ა 6:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვეს: რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად? მიუგეს: ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი დ ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთია სასჯელი თქვენთვისა და ფილისტიმელთა მთავრებისთვის.
მეფეთა ა 6:4 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ა 6:4 კონტექსტში
6:2იხმეს ფილისტიმელებმა ქურუმები და მისნები და უთხრეს: რა ვუყოთ უფლის კიდობანს? გვასწავლეთ, როგორ გავგზავნოთ თავის ადგილზე.
6:3მიუგეს: თუ ისრაელის ღვთის კიდობნის გაგზავნა გინდათ, ძღვნის გარეშე ნუ გაგზავნით: შესწირეთ მას დანაშაულის გამოსასყიდი მსხვერპლი; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებათ მისი ხელი.
6:4თქვეს: რა უნდა შევწიროთ დანაშაულის გამოსასყიდ მსხვერპლად? მიუგეს: ხუთ-ხუთი ოქროს ბუგრი დ ხუთ-ხუთი ოქროს თაგვი ფილისტიმელთა მთავრების რიცხვისამებრ, რადგან ერთია სასჯელი თქვენთვისა და ფილისტიმელთა მთავრებისთვის.
6:5გააკეთეთ თქვენი ბუგრების გამოსახულებები და თქვენი თაგვებისა, რომლებიც ყანებს გინადგურებენ, და პატივს მიაგებთ ამით ისრაელის ღმერთს, ვინძლო შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთებზე და თქვენს ქვეყანაზე.
6:6რატომ ისასტიკებთ გულს, როგორც ეგვიპტელები და ფარაონი ისასტიკებდნენ? ხომ გაუშვეს მათ ხალხი, როგორც კი გაამწარა ისინი უფალმა?
პარალელური ადგილები: მეფეთა ა 6:4
- იესო ნავეს ძე 13:3შიხორიდან, ეგვიპტის პირდაპირ რომ არის, ყეკრონის საზღვრამდე ჩრდილოეთით, რაც ქანაანს ეკუთვნის; ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზელთა, აშდოდელთა, ასკალონელთა, გათელთა, ყეკრონელთა და ყავიელთა.
- მეფეთა ა 6:17აი, ოქროს ბუგრები, რომლებიც უფალს შესწირეს ფილისტიმელებმა დანაშაულის გამოსასყიდელ მსხვერპლად. ერთი აშდოდისთვის იყო, ერთი - ასკალონისთვას, ერთი გათისთვის, ერთიც ყეკრონისთვის.
- მეფეთა ა 6:18იყო აგრეთვე ოქროს თაგვები ფილისტიმელთა ქალაქების რიცხვის მიხედვით, რომლებიც ეკუთვნოდა ხუთ მთავარს - ციხე-სიმაგრიანი ქალაქებიდან მოყოლებული უგალავნო დაბებამდე. რაც შეეხება დიდ ქვას, სადაც დაასვენეს უფლის კიდობანი, ის დღემდე ბეთმემეშელი იესოს ყანაში იმყოფება.
- მსაჯულნი 3:3ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო და ყველა ქანაანელი, ციდონელი და ხივიელი, ლიბანის მთიანეთში რომ ცხოვრობენ, ბაალ-ხერმონის მთიდან ხამათამდე.
- მეფეთა ა 5:9მას შემდეგ რაც მიიტანეს იგი, იყო უფლის ხელი ქალაქზე, შეიქნა დიდი ჩოჩქოლი: ჰგვემა უფალმა ქალაქის მკვიდრთ დიდიან-პატარიანად და გამოაჩნდათ ბუგრები.
- მეფეთა ა 5:6დამძიმდა უფლის ხელი აშდოდელებზე; ანადგურებდა და გვემდა მათ ბუგრებით მთელ აშდოდს და მის სანახებს.
- მეფეთა ა 5:12ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუგრები გამოაჩნდა ყველას. ცას მისწვდა ქალაქის ღაღადი.
- გამოსვლა 12:35მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელიანები: ინათხოვრეს ეგვიპტელთაგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ა 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ა 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში