
ნეშტთა შორისა ბ 10:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
ნეშტთა შორისა ბ 10:5 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 10:5 კონტექსტში
10:3შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდა იერობოამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რობოამს:
10:4უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.
10:5მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
10:6რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?
10:7ასე უთხრეს: თუ კეთილი იქნები ამ ხალხისთვის, აამებ მათ, კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მორჩილნი იქნებიან.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 10:5
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 10
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში