
ნეშტთა შორისა ბ 10:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.
ნეშტთა შორისა ბ 10:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 10:4 კონტექსტში
10:2როცა ეს ამბავი შეიტყო, იერობოამ ნაბატის ძემ, რომელიც ეგვიპტეში იმყოფებოდა, სადაც სოლომონ მეფისგან იყო გაქცეული, ეგვიპტიდან გამობრუნდა იერობოამი.
10:3შეუთვალეს და დაიბარეს იგი. მოვიდა იერობოამი და მთელი ისრაელი და ასე უთხრეს რობოამს:
10:4უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.
10:5მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.
10:6რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 10:4
- ესაია 47:6განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი.
- გამოსვლა 2:23გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
- მათეს სახარება 11:29დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
- მათეს სახარება 11:30ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
- მეფეთა ა 8:11უთხრა: აი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს თქვენზე: წაიყვანს თქვენს შვილებს და თავის ეტლებთან და ცხენებთან დაიყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
- მეფეთა ა 8:18მაშინ მოჰყვებით წუწუნს თქვენს არჩეულ მეფეზე, მაგრამ არ მოგისმენთ უფალი.
- გამოსვლა 1:13უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები.
- გამოსვლა 1:14სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით და აგურების კეთებით, მინდორში მუშაობით, ყველა სამუშაოთი, რაზედაც უწყალოდ ამუშავებდნენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 10
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში