გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეშტთა შორისა ბ 10:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეშტთა შორისა ბ 10:6

რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?

ნეშტთა შორისა ბ 10:6 · საქართველოს საპატრიარქო

ნეშტთა შორისა ბ 10:6 კონტექსტში

10:4უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა. ახლა შეგვიმსუბუქე ეს ძნელი სამუშაო და მძიმე უღელი, მამაშენმა რომ დაგვადო, და დაგემორჩილებით.

10:5მიუგო მათ: წადით და სამი დღის მერე მოდით ჩემთან. წავიდა ხალხი.

10:6რჩევა ჰკითხა მეფე რობოამმა უხუცესებს, რომელნიც მამამისს, სოლომონს ახლდნენ მის სიცოცხლეში, და უთხრა: როგორ მირჩევთ, რა პასუხი გავცე ამ ხალხს?

10:7ასე უთხრეს: თუ კეთილი იქნები ამ ხალხისთვის, აამებ მათ, კეთილ სიტყვებს ეტყვი, მაშინ სამუდამოდ შენი მორჩილნი იქნებიან.

10:8არ დაუგდო ყური უხუცესების რჩევას, რაც ურჩიეს, და ჰკითხა რჩევა მოყმეთ, რომლებიც მასთან იყვნენ შეზრდილნი და ემსახურებოდნენ.

პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 10:6

განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 10

სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში