
ნეშტთა შორისა ბ 13:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ მოდრკნენ ისრაელიანები, იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე.
ნეშტთა შორისა ბ 13:18 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 13:18 კონტექსტში
13:16გაურბოდნენ ისრაელის ძეები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი.
13:17სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით. ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.
13:18მაშინ მოდრკნენ ისრაელიანები, იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე.
13:19გაედევნა აბია იერობოამს და წაართვა ქალაქები: ბეთ-ელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრაინი თავისი დაბებით.
13:20ვეღარ მოიკრიბა იერობოამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 13:18
- ნეშტთა შორისა ბ 14:11შეჰღაღადა ასამ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: უფალო, განა შენგან არ არის შეწევნა ძლიერისა და უძლურისა? შეგვეწიე უფალო, ღმერთო ჩვენო, რადგან შენზე ვართ მონდობიღ:ნი და შენი სახელით გამოვედით ამ ურდოს წინააღმდეგ. უფალო, შენ ღმერთი ხარ ჩვენი, ვერ გაგიძლოს კაცმა!
- ნეშტთა შორისა ა 5:20მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.
- ნაუმი 1:7კეთილია უფალი - ციხე-სიმაგრე გასაჭირში - და ცნობს თავის მოიმედეთ.
- ნეშტთა შორისა ბ 20:20ადგნენ დილაადრიან და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო! დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით. გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი.
- ნეშტთა შორისა ბ 16:8განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში.
- ნეშტთა შორისა ბ 16:9რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.
- ფსალმუნები 22:4შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
- ფსალმუნები 22:5შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 13
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში