
ნეშტთა შორისა ბ 16:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა.
ნეშტთა შორისა ბ 16:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 16:6 კონტექსტში
16:4დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი.
16:5ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე.
16:6შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა.
16:7იმ დროს მივიდა მეფე ასასთან მისანი ხანანი და უთხრა: არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენ ხელს.
16:8განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 16:6
- ზაქარია 14:10ვაკედ იქცევა მთელი ქვეყანა გებაყიდან რიმონამდე, იერუსალიმის სამხრით; იერუსალიმი კი ამაღლდება და დარჩება თავის ადგილზე ბენიამინის კარიბჭიდან პირველი კარიბჭის ადგილამდე, კუთხის კარიბჭემდე, და ხანანელის კოშკიდან მეფის საწნახლებამდე.
- იესო ნავეს ძე 18:24ქეფარ-ყამონაი, ყოფნი და გაბა - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ.
- იესო ნავეს ძე 18:26მიცფე, ქეფირა და მოცა;
- ნეშტთა შორისა ა 6:60ხუკოკი თავის სანახებიანად, რეხობი თავის სანახებიანად.
- მეფეთა ა 10:17მოუხმო სამუელმა ხალხს უფალთან მიცფაში.
- მეფეთა ა 7:6შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში.
- იესო ნავეს ძე 15:38დილყანი, ჰამიცფე და იოკთელი;
- ესაია 10:29გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 16
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში