
ესაია 10:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება.
ესაია 10:29 · საქართველოს საპატრიარქო
ესაია 10:29 კონტექსტში
10:27იმ დღეს ჩამოგეხსნება მისი ტვირთი მხრებიდან და მისი უღელი ქედიდან, და გასკდება უღელი სიმსუქნისგან.
10:28ის მიდის ყაიათში, ჩაუვლის მიგრონს, მიქმასში საჭურველს გადაინახავს;
10:29გაივლის კლდეკარს, გებაყში გაათევს ღამეს, რამა შეძრწუნდება, საულის გიბყა გაიფანტება.
10:30აყიჟინდი შენს ხმაზე, გალიმის ასულო! გესმოდეს, ლაიშა, ბედშავო ყანათოთო!
პარალელური ადგილები: ესაია 10:29
- მეფეთა ა 13:23გაემართნენ ფილისტიმელთა მოწინავენი მიქმაშის ვიწროებისკენ.
- მეფეთა ა 7:17ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.
- იესო ნავეს ძე 21:17ხოლო ბენიამინის შტოდან - გაბაონი თავისი სანახებითურთ და გებაყი თავისი სანახებითურთ,
- მეფეთა ა 11:4მივიდნენ მოციქულები საულის გიბყაში და გამოუცხადეს ეს ამბავი ხალხს. ახმაურდა ხალხი და მორთო ტირილი.
- იესო ნავეს ძე 18:24ქეფარ-ყამონაი, ყოფნი და გაბა - თორმეტი ქალაქი მათი დაბებითურთ.
- იესო ნავეს ძე 18:25გაბაონი, რამა და ბეეროთი;
- მეფეთა ა 13:16საული და მისი ვაჟი იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში დადგნენ. ფილისტიმელები კი მიქმაშში დაბანაკდნენ.
- ოსეა 5:8ჩაჰბერეთ ბუკს გიბყაში, საყვირს რამაში, დაეცით ყიჟინა ბეთავენში: მოგყვებით, ბენიამინ!
განაგრძე კითხვა: ესაია 10
სრულად წაიკითხე: ესაია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში