
ნეშტთა შორისა ბ 17:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას ქალაქებში.
ნეშტთა შორისა ბ 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 17:7 კონტექსტში
17:5გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.
17:6გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
17:7მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას ქალაქებში.
17:8თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობადონია - ლევიანები. მათვე გააყოლა მღვდლები - ელიშამაყი და იორამი.
17:9მოძღვრავდნენ ხალხს იუდაში და თან ჰქონდათ უფლის რჯულის წიგნი. მოიარეს იუდას ყველა ქალაქი და დამოძღვრეს ხალხი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 17:7
- ნეშტთა შორისა ბ 35:3უთხრა ლევიანებს, რომელნიც მთელ ისრაელს მოძღვრავდნენ და საუფლოდ იყვნენ ნაკურთხნი: დადგით წმიდა კიდობანი იმ სახლში, სოლომონ დავითის ძემ, ისრაელის მეფემ, რომ ააშენა; რად გინდათ მისი მხრებით ტარება; ემსახურეთ ახლა უფალს, თქვენს ღმერთს და მის ერს, ისრაელს.
- ნეშტთა შორისა ბ 15:3დიდხანს იყო ისრაელი ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე, მღვდლისა და რჯულის გარეშე.
- ეკლესიასტე 12:9თავად ხომ ბრძენი იყო ეკლესიასტე, ხალხსაც შეასწავლა სიბრძნე. იკვლევდა, იძიებდა და თხზავდა იგავებს მრავალს.
- ეკლესიასტე 12:10ეძებდა ეკლესიასტე საჭირო სიტყვებს და წრფელად დაიწერა ჭეშმარიტი სიტყვები.
- ნეემია 8:7იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარი, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები მათ წინ მდგომ ხალხს რჯულს განუმარტავდნენ.
- ნეემია 8:8კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული.
- ფსალმუნები 51:13ვასწავლი დამნაშავეებს შენს გზებს და ცოდვილნი დაბრუნდებიან შენთან.
- მარკოზის სახარება 4:2ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით ამბობდა:
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 17
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში