
ნეშტთა შორისა ბ 17:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
ნეშტთა შორისა ბ 17:6 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 17:6 კონტექსტში
17:4ეძებდა თავისი მამის ღმერთს და მის მცნებებს ასრულებდა, და არ იქცეოდა ისრაელის მსგავსად.
17:5გააძლიერა უფალმა სამეფო მის ხელში. მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს და დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა.
17:6გული მოიცა უფლის გზებზე და კვლავ მოშალა გორაკები და აშერები იუდაში.
17:7მეფობის მესამე წელს გაგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნათენელი და მიქაია დასამოძღვრად იუდას ქალაქებში.
17:8თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია, ტობადონია - ლევიანები. მათვე გააყოლა მღვდლები - ელიშამაყი და იორამი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 17:6
- ოსეა 14:9ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე.
- ფსალმუნები 119:1ნეტარ არიან გზიანები, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
- ნეშტთა შორისა ბ 20:33ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამა-პაპის ღმერთისკენ.
- ნეშტთა შორისა ბ 15:17ისრაელში კი არ მოუშლიათ გორაკები. მხოლოდ ასას გული იყო სრულად მინდობილი უფლისადმი მთელი მისი სიცოცხლე.
- ფსალმუნები 18:21მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა.
- ფსალმუნები 18:22ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე;
- ფსალმუნები 138:5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
- ნეშტთა შორისა ბ 19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 17
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში