
ნეშტთა შორისა ბ 19:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში. კვლავ გავიდა ხალხში, ბერშებადან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისკენ, მამა-პაპის ღმერთისკენ.
ნეშტთა შორისა ბ 19:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 19:4 კონტექსტში
19:2გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს.
19:3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
19:4ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში. კვლავ გავიდა ხალხში, ბერშებადან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისკენ, მამა-პაპის ღმერთისკენ.
19:5მსაჯულები დააყენა ქვეყანაში, იუდას ყველა ციხე-ქალაქში, ყოველ ქალაქში.
19:6უთხრა მსაჯულებს: დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან კაცისთვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისთვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 19:4
- ნეშტთა შორისა ბ 15:8როცა ასამ მოისმინა ეს სიტევები და ყოდედის ძის წინასწარმეტყველება, გამხნევდა და აღმოფხვრა სიბილწენი იუდასა და ბენიამინის ქვეყნიდან, აგრეთვე იმ ქალაქებიდან, ეფრემის მთაზე რომ დაიპყრო. განაახლა უფლის სამსხვერპლო, უფლის სტოას წინ რომ არის.
- ნეშტთა შორისა ბ 15:13ყველა ვინც არ ეძიებდა უფალს, ისრაელის ღმერთს, უნდა მომკვდარიყო, დიდი იქნებოდა თუ პატარა, კაცი თუ ქალი.
- მეფეთა ა 7:3ასე უთხრა სამუელმა მთელ ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან.
- მეფეთა ა 7:4მოიშორეს ისრაელიანებმა ბაალები და აშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ.
- მალაქია 4:6ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო.
- მეფეთა ა 7:15ისრაელის მსაჯული იყო სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე.
- მეფეთა ა 7:17ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს.
- იესო ნავეს ძე 17:15უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 19
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში