
ნეშტთა შორისა ბ 20:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, ახლა ყამონიანები და მოაბი, სეყირის მთიელები, მათზე გავლის ნება რომ არ დართეს ისრაელიანებს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი.
ნეშტთა შორისა ბ 20:10 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 20:10 კონტექსტში
20:8დამკვიდრდნენ იქ, საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს:
20:9თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება. მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენ წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.
20:10აჰა, ახლა ყამონიანები და მოაბი, სეყირის მთიელები, მათზე გავლის ნება რომ არ დართეს ისრაელიანებს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი.
20:11ახლა სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე.
20:12ჩვენო ღმერთო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენ წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 20:10
- მეორე სთვლისაება 2:19და უახლოედები ყამონელთა ადგილებს. ნუ უმტრობთ მათ და ნუ წაეკიდებით, რადგან არ გაძლევ ყამონელთა ქვეყნის ადგილებს სამკვიდროდ, რადგან ლოტიანთათვის მაქვს მიცემული სამკვიდროდ.
- მეორე სთვლისაება 2:4ასე დაარიგე ხალხი: ახლა თქვენი ნათესავების, ესავიანთა, სეყირის მკვიდრთა საზღვარზე მოგიწევთ გავლა. მათ შეეშინდებათ თქვენი, თქვენ კი ძალზე ფრთხილად იყავით.
- მეორე სთვლისაება 2:5ნუ წაეკიდებით მათ, რადგან ფეხის ერთ დაბიჯებასაც არ მოგცემთ მათი ქვეყნიდან, რადგან ესავს მივეცი სამკვიდროდ სეყირის მთა.
- მეორე სთვლისაება 2:9მითხრა უფალმა: ნუ გადაემტერები მოაბს და ნუ გამართავ ომს, რადგან არ მომიცია თქვენთვის სამკვიდრო მათი ქვეყნიდან, რადგან ყარი ლოტის შთამომავლებს მივეცი სამკვიდროდ.
- მსაჯულნი 11:15უთხრა: ასე ამბობს იფთახი: ისრაელს არ მიუტაცებია მოაბის ქვეყანა და ყამონიანთა ქვეყანა.
- მსაჯულნი 11:18გამოიარა უდაბნო, გამოსცდა ედომელთა ქვეყანას და მოაბის ქვეყანას, მოაღწია მოაბის ქვეყნის საზღვრამდე და არნონს იქით დაბანაკდა. მაგრამ არ შესულა მოაბის ქვეყანაში, რადგან არნონი მოაბის საზღვარია.
- ნეშტთა შორისა ბ 20:1ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- რიცხვთა 20:17გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავცდებით.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 20
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში