
ნეშტთა შორისა ბ 20:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამკვიდრდნენ იქ, საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს:
ნეშტთა შორისა ბ 20:8 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 20:8 კონტექსტში
20:6და თქვა: უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არის ძალა და სიმტკიცე. არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს.
20:7განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი სამარადისოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას?
20:8დამკვიდრდნენ იქ, საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს:
20:9თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება. მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენ წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.
20:10აჰა, ახლა ყამონიანები და მოაბი, სეყირის მთიელები, მათზე გავლის ნება რომ არ დართეს ისრაელიანებს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 20:8
- ნეშტთა შორისა ბ 2:4აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა- საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.
- ნეშტთა შორისა ბ 6:10დაამტკიცა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა და, აჰა, მე დავდექი მამაჩემის, დავითის, ადგილზე, ავედი ისრაელის ტახტზე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა ეფალს, და უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე ავაშენე სახლი.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 20
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში