
ნეშტთა შორისა ბ 24:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
ნეშტთა შორისა ბ 24:3 · საქართველოს საპატრიარქო
ნეშტთა შორისა ბ 24:3 კონტექსტში
24:1შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბაი, ბარშებადან.
24:2სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში.
24:3ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
24:4ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება.
24:5შეკრიბა მღვდლები, ლევიანები და უთხრა: დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად. დააჩქარეთ ეს საქმე. მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.
პარალელური ადგილები: ნეშტთა შორისა ბ 24:3
- ნეშტთა შორისა ბ 24:15დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.
- მათეს სახარება 19:4ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი?
- მათეს სახარება 19:8მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე.
- შესაქმე 21:21დასახლდა ფარანის უდაბნოში და მიუყვანა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტელთა ქვეყნიდან.
- შესაქმე 4:19მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა.
- შესაქმე 24:4არამედ წახვიდე ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში და მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს, ისაკს.
განაგრძე კითხვა: ნეშტთა შორისა ბ 24
სრულად წაიკითხე: ნეშტთა შორისა ბ 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში